logo
ENG



დეკანოიძე: უგულავას განცხადება ევროპულ საქართველოს ხელს არ შეუწყობს, რომ მეტი ხმა მოაგროვონ

12 ოქტ 202017:53
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: უგულავას განცხადება ევროპულ საქართველოს ხელს არ შეუწყობს, რომ მეტი ხმა მოაგროვონ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, მიხეილ სააკაშვილზე ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას მიმართვას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ძალადობრივი რეჟიმის პირობებში ოპოზიციურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე ძალადობის კონტექსტში საუბარი არ შეიძლება".

დეკანოიძის თქმით, გიგი უგულავას განცხადება ევროპულ საქართველოს ხელს არ შეუწყობს, რომ არჩევნებზე მეტი ხმა მოაგროვონ. 

"არ შეიძლება იმ კონტექსტში და იმ მმართველობითი, სულ სხვა ძალადობრივ შინაარსობრივი რეჟიმის არსებობაში საქართველოში ისაუბრო ოპოზიციაზე და ოპოზიციური პარტიის ლიდერზე.

ევროპული საქართველოს და თვითონ გიგის განცხადება ნამდვილად არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი წაიყვანონ",-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უგულავამ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: "სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას". ვიდეომიმართვაში უგულავა ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში. მისი თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა. 


close დახურვა